06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ჩრდილო კორეის ლიდერი გუამზე სარაკეტო იერიშის შესახებ მომზადებულ გეგმას გაეცნო

ჩრდილო კორეის ლიდერი გუამზე სარაკეტო იერიშის შესახებ მომზადებულ გეგმას გაეცნო. კიმ ჩენ ინი სამეთაურო შტაბში იმყოფებოდა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სარაკეტო დარტყმებისთვის მომზადება უბრძანა. თუმცა, ფხენიანის ლიდერი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამერიკელების ნაბიჯებს დააკვირდება.

პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ფხენიანი და განაცხადა, რომ ნებისმიერი შეტევა ომში გადაიზრდება. პარალელურად, The New York Times წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ძრავები უკრაინული წარმოებისაა და სავარაუდოდ, ფხენიანმა ისინი შავ ბაზარზე შეიძინა.

ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა სტატიას და ჩრდილო კორეის სარაკეტო პროგრამებთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

დღის ამბები