06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
პორტუგალიის ტყეებში კვლავ ხანძარს ებრძვიან

პორტუგალიაში კვლავ ტყეებში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ამჯერად სამაშველო ოპერაცია ვილა დე რეის რეგიონში მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას შვიდ სხვადასხვა ადგილას ცდილობენ.

მათ დასახმარებლად ესპანეთიდან 116 მაშველი და 26 სახანძრო მანქანა გაგზავნეს. სამაშველო ოპერაციაში სახანძრო ბრიგადებთან ერთად ავიაციაც ჩართულია.

წელს სიცხისა და გვალვის გამო, პორტუგალიში 140 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

დღის ამბები