06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
სროლა სტამბოლში - მამაკაცმა შენობის სახურავიდან ცეცხლი გახსნა

სროლის ხმა ისმოდა სტამბოლში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა მამაკაცმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან უმისამართო ცეცხლი გახსნა. ინციდენტი ესენ-იურტის რაიონში მოხდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი, შუა ხნის მამაკაცია, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა შენობასთან მისასვლელი გზები გადაკეტეს და ოპერაციის დასრულებამდე, ადგილზე მყოფებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები