06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ოფიციალური კიევი ჩრდილოეთ კორეისთვის თავდაცვითი ტექნოლოგიების მიწოდებას უარყოფს

ოფიციალური კიევი ჩრდილოეთ კორეისთვის თავდაცვითი ტექნოლოგიების მიწოდებას უარყოფს და "The New York Times"-ის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას სიცრუეს უწოდებს. გავლენიანმა გამოცემამ რამდენიმე დღის წინ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტზე დაყრდნობით დაწერა, რომ ფხენიანს შესაძლოა უკრაინული ქარხნის "იუჟმაშის" მიერ წარმოებული სარაკეტო ძრავები ქონდეს.

პუბლიკაციის თანახმად, ტექნოლოგია ფხენიანმა სავარაუდოდ შავ ბაზარზე შეიძინა, რის შემდეგაც ბალისტიკური რაკეტების გამოცდები გახშირდა. კიევში მიაჩნიათ, რომ პროვოკაციული ინფრომაციის გავრცელება კრემლის მეთოდებზე მიანიშნებს.

რუსული მედია კი ქარხნის გენკონსტრუქტორის ინტერვიუს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ 2012 წელს უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქე სწორედ "იუჟმაშის" საწარმოზე ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. კონსტრუქტორი არ გამორიცხავს, რომ ბოროტმოქმედებმა ტექნილოგია მოიპარეს. 

დღის ამბები