06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტომ კრუზის ტრავმის გამო "შეუსრულებელი მისიის" მეექვსე სერიის გადაღებები დროებით შეჩერდა

ფილმ "შეუსრულებელი მისიის" მეექვსე სერიის გადაღებები დროებით შეჩერებულია. მიზეზი სურათის მთავარი გმირის, ტომ კრუზის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

55 წლის მსახიობმა ლონდონში მიმდინარე გადაღების დროს, როდესაც მაღალსართულიანი შენობიდან ხტებოდა, ფეხი მოიტეხა. მომხდარის მიუხედავად, კინოკომპანია ახალ სერიაზე მუშაობის დასრულებას გეგმის მიხედვით აპირებს.

"შეუსრულებელი მისია 6-ის" პრემიერა მომავალი წლის ივლისში უნდა შედგეს.

დღის ამბები