17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ბარსელონას ტერაქტი - საქართველოს პირველი პირების სამძიმარი

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მწუხარებას გამოთქვამს.

“შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ,” - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მთავრობას და მოსახლეობას უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ „მჯერა, რომ ცივილიზებული სამყარო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას“.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით დაგმო ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი.

„ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს,“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები