06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ჯეიმს მეტისი 24 აგვისტოს უკრაინაში ჩადის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი, 24 აგვისტოს უკრაინას ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა უკრაინისა, ჯეიმს მეტისი ასევე ეწვევა თურქეთსა და იორდანიას.

პენტაგონის ხელმძღვანელი ტურნეში 19 აგვისტოს გაემგზავრება, „რათა კვლავ დაადასტუროს აშშ-ის ურღვევი მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში სტრატეგიული პარტნიორებისადმი“. 

კიევში ვიზიტი კი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ემთხვევა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და თავდაცვის მინისტრს, სტეპან პოლტორაკს, შეხვდება.

პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯეიმს მეტისი მათ კვლავ დაუდასტურებს, რომ „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თავდაცვით პარტნიორობას“. 

დღის ამბები