06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ფლორიდაში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ

ფლორიდაში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი კისიმის დასახლებაში შემოწმების დროს გაუხსნეს.

სროლის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, მეოთხეს კი ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს მიუსამძიმრა.

დღის ამბები