06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ფინეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ ფინეთშიც. ქალაქ ტურკუს ცენტრალურ მოედანზე ხალხი მიდის და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებსა და სანთლებს ტოვებს.

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გუშინ ამ ადგილას ორი ადამიანი მოკლა, 6 კი დაჭრა.

ეჭვმიტანილს სამართალდამცველებმა ფეხში ესროლეს და დააკავეს.

გამოძიებამ უკვე დაადგინა მისი ვინაობა, თუმცა ჯერჯერობით არ ახმაურებს. ამ დრომდე უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი.

მომხდარის შემდეგ ფინეთის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. სამართალდამცველებმა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ, ღამით რეიდიც ჩაატარეს და რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები