06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
რუსეთში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმისას 8 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ქალაქ სურგუტში 8 ადამიანი დაშავდა თავდასხმის შედეგად. დანით შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი გამვლელებს ქალაქის ცენტრში დაესხა თავს.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, დამნაშავე ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ტერაქტის ვერსია ჯერჯერობით არ განიხილება. სამართალდამცველები ამ ეტაპზე მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს სწავლობენ.

პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს სპეცოპერაციაც, რომლის დროსაც პოლიციამ ერთი ადამიანი უკვე დააკავა.


დღის ამბები