17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას  ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა. ის 18 წლის მაროკოელი აღმოჩნდა.

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორი ადამიანი მოკლა, 8 კი დაჭრა. ორივე დაღუპული ფინეთის მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი ორი შვედი და ერთი იტალიელია.

მომხდარის შემდეგ თავდამსხმელს სამართალდამცველებმა ფეხში ესროლეს და დააკავეს. ღამით ქალაქში მასშტაბური რეიდებიც ჩატარდა. ოპერაციის დროს პოლიციამ კიდევ 5 ეჭვმიტანილი დააკავა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები