06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულები

სარკინიგზო კატასტროფას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა.

ამ დროისთვის ცნობილია 23 დაღუპულის შესახებ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

დეფორმირებული ვაგონებიდან ხალხის გამოყვანის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა საავადმყოფოებში 123 დაშავებული გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად საგამოძიებო ჯგუფებია მობილიზებული, თუმცა კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


დღის ამბები