03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელმა სოფელმა სასიკვდილოდ გაწირა

30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ხანუმ ჯეირანოვამ თავი ჩამოიხრჩო.

30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზად სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მთელი სოფლის დასანახავად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს.

საზარელი ამბის მიზეზი ეჭვიანობაა. სოფელში ამბობენ, რომ ხანუმ ჯეორანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი დააბრალეს. ახალგაზრდა ქალი დაიჭირეს და მთელი სოფლის დასანახავად სცემეს. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქმრის ნათესავები ქალს ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ სცემეს.

ქმრის ნათესავები იმ დღეს სოფელში არავის შეუჩერებია. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა მამასთან სახლში მიიყვანეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ.

სოფლის გამგებელი მაჰმუდ ალიევი ამბობს, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაჰკვირვებია. სოფლის მცხოვრებლებს არ დაურეკავთ არც პოლიციაში და არც სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ.

მომხდარს პოლიცია იძიებს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

 

რედაქცია: 

"რუსთავი2"-ის ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ საზოგადოება ამ შემთხვევაში დამნაშავედ ვის მიიჩნევს.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ამ ლინკზე:

http://rustavi2.com/ka/polls 

გმადლობთ მონაწილეობისთვის 

 

დღის ამბები