03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ფრანკფურტში წიგნის 66-ე საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნა

წიგნის 66-ე საერთაშორისო ბაზრობა ფრანკფურტში დღეს გაიხსნა და დღეიდან, 12 ოქტომბრის ჩათვლით, 300 ათას ვიზიტორს ელოდებიან.

ფორუმში წელს 200-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი გამომცემელი მონაწილეობს. წიგნის ბაზრობაზე საქართველო საკუთარი პავილიონით არის წარმოდგენილი. საქართველოდან წარდგენილ წიგნებს შორისაა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა,“ რომელიც გერმანულად ითარგმნა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი წელს ფინეთია. 2018 წელს კი ამ სტატუსით საქართველო წარდგება.

დღის ამბები