06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
არიზონას შტატში პოლიციამ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების აქცია დაშალა

არიზონას შტატში პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების აქცია დაშალა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ფენიქსში, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.

დონალდ ტრამპმა სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა. მათ შორის ჩრდილოეთ კორეასა და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზეც.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ დასჭირდა, ამ კედლის ასაშენებლად მთავრობის მუშაობასაც შეაჩერებს. ტრამპის გამოსვლის დროს კი შენობის გარეთ მიმდინარე აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, მათ კი აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს. შეტაკებების შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია 4 დემონსტრანტი.

დღის ამბები