17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის - აკა სინჯიკაშვილი ბორჯომის ხეობაში ნაპოვნ ბიდონზე

ბორჯომის ტყეში რამდენიმე საათის განმავლობაში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. 20-ლიტრიანი, ბენზინით სავსე, ბიდონი ტყეში დღეს დილით იპოვნეს.

ინფორმაცია და ფოტომასალა ამის შესახებ სცენარისტმა აკა სინჯიკაშილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მოგვიანებით ის ბორჯომის პოლიციაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

აკა სინჯიკაშვილი კურიერთან ინტერვიუში ყვება, რომ ბენზინით სავსე ბიდონის აღმოჩენის შესახებ მან პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბიდონი ექსპერტიზაზე წაიღეს.

სცენარისტი სავარაუდო ვერსიებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მიზეზს, როგორ აღმოჩნდა ბენზინით სავსე ბიდონი ცეცხლმოკიდებულ ტყეში, გამოძიება დაადგენს.

„ექსპერტი მოვიდა, შსს-დან მოვიდნენ, ბევრი ხალხი მოვიდა, შეამოწმეს, დამკითხეს. წაიღეს ექსპერტიზაზე ბიდონი. ეს შეიძლება, დიდი ამბავი არ იყოს და შესაძლებელია, არაფერ კავშირში არ იყოს მომხდარ ხანძართან, მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის,“ - აცხადებს აკა სინჯიკაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები