17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდანაც გავა

ევროკავშირის დატოვების შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდანაც გავა.

ამის შესახებ საუბარია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაში, რომელიც ბრექსიტთან დაკავშირებულ პროცესს ეთმობა.

ევროპული სასამართლო ევროკავშირის დაქვემდებარებაშია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება ორგანიზაციის ყველა წევრისთვის სავალდებულოა.

ევროპული სასამართლო ძირითადად ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის არსებულ დავებს განიხილავს.

დღის ამბები