03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ხმაური ოპერის თეატრში

ოპერის თეატრმა სეზონი გახსნა, თუმცა, ერთსაათიანი დაგვიანებით.

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ოპერის თეატრს 163-ე სეზონი გალაკონცერტით უნდა გაეხსნა, თანამშრომელთა ნაწილი სცენაზე ავიდა და ამ ფორმით თეატრში მიმდინარე პროცესები - თანამშრომლების გათავისუფლება გააპროტესტა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლლობაში გრძელდებოდა. ინციდენტს პროტესტი სოლისტებისა და მაყურებლების მხრიდანაც მოჰყვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სცენა დატოვეს.

პროტესტის გამომხატველები ოპერის თეატრის დირექტორს დავით კინწურაშვილს რეპრესიებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მისი მოსვლის დღიდან 6 თვე გავიდა და კინწურაშვილი „თეატრიდან თანამშრომლების გაშვების მეტს არაფერს აკეთებს“.

თავად კინწურაშვილი პროტესტის გამომხატველ ადამიანებს თეატრის მტრებად მოიხსენიებს.

დღის ამბები