06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კომპანია სამსუნგმა "გალაქსი ნოუთ 8" წარადგინა

კომპანია სამსუნგმა "გალაქსი ნოუთ 8" წარადგინა. ახალი სმარტფონის პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ახალ მოდელის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ორმაგი უკანა კამერა და ყველაზე დიდი ეკრანი აქვს. გალაქსი ნოუთ 8-ის კორპუსი მინისა და მეტალისგანაა დამზადებული და წყალგამძლეა.

ტელეფონის მეხსიერება 64-ხ, 128 ან 256-ტ გიგაბაიტს შეადგენს. "სამსუნგმა" ახალი სმარტფონის შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, მაღაზიებში კი შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი "გალაქსი ნოუთ 8" 15 სექტემბრიდან გამოჩნდება. კომპანიას სმარტფონის ზუსტი ღირებულება არ დაუსახელებია.

დღის ამბები