06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
საზღვაო კატასტროფას ბრაზილიაში მსხვერპლი მოჰყვა

საზღვაო კატასტროფას ბრაზილიაში მსხვერპლი მოჰყვა. ბაჰიას სამგზავრო ბორანი გადაბრუნდა, რომლის ბორტზეც 130 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა წყლიდან მხოლოდ 21 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, დანარჩენი მგზავრები კი დაკარგულად მიიჩნევიან. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე კატასტრობაა. ხუთშაბათს გამთენიისას კიდევ ერთი სამგზავრო ბორანი პარას შტატის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამ ინცინდენტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაკარგულად ითვლება. გამოძიება ორივე კატასტროფის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. ბაჰიასა და პარაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები