06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებს NATO ყურადღებით აკვირდება - სტოლტენბერგი

რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ყურადღებით აკვირდება. განცხადება იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების პროგრამის ფარგლებში ამერიკელი სამხედროების მობილიზების პროცესს აკვირდება.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო-ს ძალების განლაგება კონფლიქტის თავიდან აცილებას ემსახურება და არა მის პროვოცირებას.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი თვალს მიადევნებს სექტემბერში ბელარუსისა და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე დაგეგმილ სწავლებას. მან მოსკოვს პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები