06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
შეერთებულ შტატებს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" უახლოვდება

შეერთებულ შტატებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. შტორმი "ჰარვი" მექსიკის ყურეში წარმოიქმნა და თანდათან ძლიერდება. მეტეოროლოგებმა მას უკვე მიანიჭეს მესამე კატეგორია, თუმცა სპეციალისტების პროგნოზით, ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

განგაში რამდენიმე შტატშია გამოცხადებული, მათ შორის ლუიზიანასა და ტეხასში. სპეციალისტების პროგნოზით, ყველაზე ძლიერი საფრთხე სწორედ ტეხასს ელოდება, სადაც უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. მოსალოდნელია რეკორდული ნალექი და წყალდიდობაც, რის გამოც შტატის ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ათობით საზღვაო და ავია რეისი უკვე გადაიდო.

მეტეოროლოგების განცხადებით, "ჰარვი" ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.

 

დღის ამბები