03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"მოქალაქე" ია ანთაძის განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" მათი პროექტის შესახებ ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

ორგანიზაცია ჟურნალისტის კრიტიკულ პოზიციას განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ ია ანთაძეს მათ მიერ წამოწყებული პროექტის არსი არ ესმის.

ორგანიზაცია "მოქალაქეში" საჭიროდ მიიჩნიეს, პასუხი გაეცათ, მათი შეფასებით, უპასუხისმგებლო განცხადებისათვის და კიდევ ერთხელ განემარტათ მათი პროექტების არსი, რასაც უკვე ია ანთაძის კიდევ ერთი გამოხმაურება მოჰყვა.

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტურის" ხელმძღვანელი აზრით, პროექტის მიზნის განსახორციელებლად ”მოქალაქის” მიერ აღებული კურსი დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

 ის ამბობს, რომ ორგანიზაციას გაცხადებული აქვს სამოქალაქო ჩართვის გაძლიერების მიზანი და რეალურად ირჩევს გზას, „რომელიც ამ მიზანთან არ მიგვიყვანს“.

„იმ გადაწყვეტილებით, რომ მოდი, ჩავატაროთ ცენტრალიზებულად ოლიმპიადა და ვნახოთ, ბავშვები რას დაწერენ სამოქალაქო განათლების კუთხით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ამ ოლიმპიადის ჩასატარებლად რესურსების მოძიება, მაგრამ ამით ბავშვების ცოდნას სამოქალაქო განათლების მხრივ და მათ დამოკიდებულებას თავის ქვეყნის მიმართ ვერ გააძლიერებ,“ - აცხადებს ია ანთაძე.

 

დღის ამბები