09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებულ სამ ადამიანს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ნიუ-იორკის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ეჭვმიტანილ სამ ადამიანს ბრალი წაუყენა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთ-ერთი ჯაშუში ნიუ-იორკის ბანკის თანამშრომელი ევგენი ბურიაკოვია, დანარჩენი ორი კი შეერთებულ შტატებში სავაჭრო და დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. მათ ბურიაკოვის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

თავად ბურიაკოვის ერთ-ერთ მიზანს კი წარმოადგენდა იმ რუსული კომპანიების და კერძო პირების წინასწარ დადგენა, რომლებიც შესაძლოა სანქციების სიაში მოხვედრილიყვნენ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გაეროში რუსეთის მისიის ატაშე იყო.

დღის ამბები