06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ვაშინგტონის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის პოლიგონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს.

სამხრეთ კორეის მედიის ინფრომაციით, რაკეტებმა 250 კილომენტრიანი მანძილი დაფარეს, რის შემდეგაც ისინი ზღვაში ჩავარდნენ.

ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა, დანარჩენი ორი კი მცირე დისტანციის დაფარვის შემდეგ.

პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სარაკეტო ცდები გუამისთვის და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

დღის ამბები