06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ქარიშხალი აშშ-ში - ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონადაა გამოცხადებული.

შეერთებული შტატების სანაპირო რეგიონს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი სახელწოდებით ჰარვი უტევს. ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია, რომელიც ამერიკას დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 215-ტ კილომეტრს აღწევს.

ხელისუფლებამ ადგილობრივები რეკორდული მასშტაბის წყალდიდობების შესახებ გააფრთხილა.

სტიქიის ზონას მოსახლეობის უმეტესობა ტოვებს, რის გამოც მაგისტრალებზე ავტომობილების გრძელი რიგები დგას.

ტეხასის შტატში ჩასვლას მომავალ კვირას პრეზიდენტი ტრამპიც აპირებს.

დღის ამბები