17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
მოსკოვი კიშინიოვს სთხოვს, უარი თქვას დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანის გეგმაზე

ოფიციალური მოსკოვი კიშინიოვს სთხოვს, უარი თქვას დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანის გეგმაზე.

განცხადება ამის შესახებ რუსეთში მოლდოვის ელჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ანდრეი ნეგუცა სერგეი ლავროვის უწყებაში დაიბარეს.

მოლდოვის ხელისუფლება საკუთარი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის საკითხის დაყენებას გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე აპირებს.

კიშინიოვის ინიციატივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "არამეგობრული" და "პროვოკაციული ნაბიჯი" უწოდეს. არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერი კი მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროების გაყვანა რეგიონში ომის პროვოცირებას მოახდენს. 

დღის ამბები