06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
აფეთქება აზერბაიჯანის იარაღის საწყობში - ინციდენტი გილიაზის სამხედრო ნაწილში მოხდა

აფეთქება აზერბაიჯანის იარაღის საწყობში - ინციდენტი გილიაზის სამხედრო ნაწილში მოხდა. გავრცელებული ცნობით, საწყობში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა.

საწყობიდან გასროლილი ჭურვების ნაწილი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საწყობის მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც. მომხდარის გამო "ბაქო-რუსეთის საზღვრის" მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად აიკრძალა. 

დღის ამბები