06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტეხასში წყალდიდობა მოსახლეობას კვლავ საფრთხეს უქმნის

ქარიშხალმა "ჰარვიმ" ძალა დაკარგა, თუმცა მის შედეგად გამოწვეული წყალდიდობა ტეხასის ქალაქ ჰიუსტონს კვლავ საფრთხეს უქმნის. ქალაქი მთლიანად დატბორილია. ნავების დახმარებით მაშველებმა 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ბოლო მონაცემით სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლით დაფარულ მანქანებშიც არიან გარდაცვლილები, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავს ცნობებთან დაკავშირებით ძიების პროცესი მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი ხვალ სტიქიის ზონაში ჩასვლას გეგმავს.

დღის ამბები