06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
სეზონური წვიმები ინდოეთში - წყალდიდობას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბიჰარის შტატი დააზარალა.

დაიტბორა ათობით ქალაქი და სოფელი. მილიონობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მათ დასახმარებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან 80 მილიონი დოლარი გამოიყო.

სეზონური წვიმები ინდოეთში ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება, თუმცა წლევანდელმა წყალდიდობამ ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა. 

დღის ამბები