17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები - ოპოზიციაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებია

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებთან დაკავშირებითოპოზიციაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების და ერთმანეთის მისამართით ბრალდებები ისმის. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათი მეორე ნაწილი შესაძლოა ხელისუფლებას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გაურიგდეს. 

თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ქვეყანა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. 

„მზად ვარ დიალოგისთვის კონსესუსის მისაღწევად კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოღონდ ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დააბრუნოს ის მოცემულობა, რაზეც მთელი ნახევარი წლის მანძილზე ყველამ ვიმსჯელეთ. ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ისინი ამ პირობის გარეშეც მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მათთან მიაღწევს შეთანხმებას ბლოკების და ბარიერის საკითხში და არსებულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას შეინარჩუნებს. ხელისუფლების მიზანია კონსესუსის იმიტაცია შექმნას,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონსესუსი ნიშნავს, რომ ყველა პარტიის ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებით მათი მთავარი მოთხოვნების შესახებ მმართველი გუნდი ისედაც ინფორმირებული იყო და „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ წერილობითი ჩამონათვალის მოთხოვნა, სხვა არაფერია თუ არა მორიგი სატყუარა.

„ხელისუფლების ლუსტრაცია უნდა მოხდეს სტრასბურგში ვენეციის კომისიის თვალწინ და რიგი პარტიების წარმოებული პოლიტიკა ამ ლუსტრაციისგან იცავს "ქართულ ოცნებას,“- განაცხადა „ახალი მემარჯვენების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ. 

"ახალ საქართველოში" ამბობენ, რომ შეეცდებიან, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები