17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
აქცია რკინიგზის დეპარტამენტთან - აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებენ

რკინიგზის დეპარტამენტთან სოლიდარობის აქციისას ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი თქვეს.

აქციის ორგანიზატორები მოშიმშილეების ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებენ. აქციის ორგანიზატორებმა ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ გიორგი კვირიკაშვილს სთხოვეს რკინიგზის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობა.

დღეს შიმშილობის მეთხუთმეტე დღეა და რკინიგზელების ნაწილმა პროტესტის კიდევ უფრო უკიდურეს ფორმას - მშრალ შიმშილობას, მიმართეს.

სწორედ მათ გასამხნევებლად შეიკრიბნენ დღეს დეპარტამენტთან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამჯერად სოლიდარობის აქცია ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები