03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
მიწისძვრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

მიწისძვრის შედეგად დაშავებული 3 მაღაროელი საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთი მათგანი ტრავმული შოკითა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობით ტყიბულის კლინიკაშია მოთავსებული.  

კიდევ სამი ადამიანი კი, რომლებმაც თავის ტრავმა მიიღეს, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ტყიბულის მენდელის სახელობის მაღაროს მე-6 უბნის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. სულ 8 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულში იყო. 

დღის ამბები