03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
შეწყალებულმა პატიმრებმა ციხე დატოვეს

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ყველა პატიმარმა ციხე უკვე დატოვა. სასჯელაღსრულების სისტემის სხვადასხვა საპატიმროდან სულ 88 მსჯავრდებული გათავისუფლდა, 27 პატიმარს კი სასჯელი შეუმცირდა. სულ შეწყალება 115 მსჯავრდებულს შეეხო, მათ შორის არიან, როგორც მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. გათავისუფლებულებს შორის  7 არასრულწლოვანი და ერთი ქალია.

შეწყალებულ პატიმრებს შორის იყვნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე მსჯავრდებულებიც, რომლებსაც საპატიმროში ყოფნა სულ რამდენიმე თვე მოუხდათ. 

დღის ამბები