09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
რუსეთმა უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს - ობამასა და მერკელის შეთანხმება

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს. ამაზე ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა შეთანხმდნენ. ინფორმაციას, თეთრ სახლზე დაყრდნობით, სააგენტო „ასოშიეტედ პრესი” ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხიც განიხილეს. მათ ოფიციალური მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზეც ისაუბრეს.

კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნიულანდმა. მან მსოფლიოს თანამეგობრობას უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღის ამბები