09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
საბერძნეთის ახალი მთავრობა ემიჯნება ევროკავშირის განცხადებას რუსეთის შესახებ

საბერძნეთის ახალი მთავრობა გაემიჯნა ევროკავშირის განცხადებას რუსეთის შესახებ. პრესისთვის გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ განცხადება გამოქვეყნდა პროცედურის დარღვევით, რადგან საბერძნეთს მის გავრცელებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ცაპირასმა სატელეფონო საუბარში პირადად განუცხადა მისი მთავრობის პოზიციის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინის.

ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ნათქვამი იყო, რომ 28 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა მარიუპოლის დაბომბვის გამო, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები