03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
უვადო პატიმრების საქმეებს გადახედვა დაიწყება - რა კომპრომისზე მიდის პარლამენტი?

უვადო პატიმრობაშეფარდებულების საკითხის გადახედვა, 20-ის ნაცვლად, შესაძლოა,15 წელიწადში იყოს შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილების საკითხს დეპუტატები   დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ინიციატივის ავტორია სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის მოადგილე პაატა ბელთაძე "კურიერის" ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი და ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მისი დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰუმანიზმის პრინციპის გამოვლენაზე აკეთებს განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კოიმიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც.

 

დღის ამბები