09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
უკრაინული დელეგაცია ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით უკმაყოფილოა

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

„ჩვენ სიფრთხილით ველოდებით პოზიტიურ შედეგს. მოტივაციის ნაწილი, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტებია თავმოყრილი, არ შეესაბამება დასკვნას, რომელიც გაცილებით სუსტია. შემოთავაზებული სანქციები მსუბუქია, რაც იმას ჰგავს, რომ მკვლელს მხოლოდ 10-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერო. ასე რომ, დოკუმენტში დიდი დისონანსია. იმედია, ევროსაბჭო იმაზე სუსტ სანქციებს არ დაუჭერს მხარს, რაც 2014 წელს ამოქმედა,” - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო რადას დელეგაციის წევრი ვალოდია არიევი.

თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით და ამ კომიტეტის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული კენჭისყრის შედეგები.  

დღის ამბები