21 დეკემბერი 2024,   17:03
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება კახა კალაძის შტაბთან - ე.წ. "ქართული მარშის" აქცია

ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან, სადაც ე.წ. "ქართული მარშის" მონაწილეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი მიწის უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნების მერობის კანდიდატის პოზიციის მოსმენა სურდათ.

ამ მიზნით ე.წ. "ქართული მარშის" 5-კაციანმა ჯგუფმა საარჩევნო შტაბში შესვლა სცადა, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლადო სადღობელაშვილიც, დააკავა.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისთან მივიდნენ. ისინი ამ ორგანიზაციის აკრძალვას ითხოვდნენ და შენობას მაშხალებს ესროდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები