17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს ხვალიდან იწყებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს. ხვალ 16:00 საათზე, პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობა დაიწყება.

„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისის გარდა, აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. მოთხოვნები 3 ძირითად სფეროს - პოლიტიკურ, სოციალურ და საკონსტიტუციო მიმართულებას უკავშირდება.

„ეს არის ბრძოლა ქართული დემოკრატიისთვის, ეს არის ბრძოლა უკეთესისთვის, ვიდრე დღეს არის. პირდაპირ მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, არის ამ აქციების მსვლელობის პერიოდში დრო იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა ამ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპროტესტო მსვლელობების პარალელურად, პარტიის აქტივისტების ნაწილი, შიმშილობის აქციასაც დაიწყებს.

დღის ამბები