09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პრორუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკში სასმელების საწყობი გაძარცვეს

ლუგანსკის ოლქში პრორუსმა მებრძოლებმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლური პროდუქცია მოიპარეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დისტრიბუციის მქონე კომპანიის ადგილობრივი ფილიალიდან პრორუსმა მებრძოლებმა დასაწყობებული პროდუქცია მთლიანად გაიტანეს.

როგორც ლუგანკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარღებულმა პირებმა სასმელებით სატვირთო ავტომობილი დატვირთეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

ზარალი 11 მილიონ გრივნას აჭარბებს.

კომპანიის წარმომადგენლობამ ადგილობრივ მილიციას ოფიციალური განაცხადით მიმართა, თუმცა მოპარული სასმელების დაბრუნების იმედი არავის აქვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები