03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ატესტაციაზე თვალყურის დევნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება,"- ნარმანია

„ჩვენ ვაპირებთ, რომ კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ ატესტაცია და მივიღოთ და დავტოვოთ ის თანამშრომლები, რომლებიც საქმეს მაქსიმალურად ეფექტურად გააკეთებენ,“ - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს მთავრობის სხდომაზე მისულმა თბილისი მერმა გააკეთა.

ნარმანიას თქმით, ატესტაციის პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე და მასზე თვალყურის დევნების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.

შეგახსენებთ, რომ ატესტაციის პროცესი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის - ტესტირების შემდეგ გასაუბრება გაიმართება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. პირველ ეტაპზე კი ატესტაციას მერიის მოქმედი თანამშრომლები გაივლიან, რის შემდეგაც დარჩენილ ადგილებზე ვაკანსიები გამოცხადდება.  

დღის ამბები