09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
უკრაინელ მფრინავ ქალს რუსეთმა ბრალი დაუმძიმა

რუსეთმა ევროსაბჭოს კიდევ ერთი ვალდებულება არ შეასრულა. გათავისუფლების ნაცვლად, უკრაინელ მფრინავ ქალს, ნადეჟდა სავჩენკოს, ბრალი დაუმძიმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

ევროსაბჭომ ბოლო გადაწყვეტილების თანახმად რუსეთს მისი 24 საათში გათავისუფლება დააკისრა, თუმცა არ შეასრულა. ნადეჟდა სავჩენკო უკრაინული დელეგაციის ინფორმაციით, უკვე 53 დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანრთელობა გაურესდა და ციხის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. მის მოსანახულებლად სტრასბურგიდან ადვოკატები მოსკოვში გაგმზავრებას გეგმავენ.

"რამდენიმე საათის წინ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა კიდევ ერთი საქმე აღძრა ნადია სავჩენკოს წინააღმდეგ რუსეთის საზღვრის უკანონოდ დარღვევის ფაქტზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პუტინის ცინიზმი? ტერორისტებმა ნადია უკანონოდ გადმოიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, ახლა კი საზღრის გადაკვეთაში ადანაშაულებენ. უკვე 52–ე დღეა რაც ის შიმშილობს და უმძიმეს მდგომარეობაშია. საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. სტრასტბურგში ადვოკატები ითხოვენ მასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის წარმომადგენელმა, სერგეი სობოლევმა.

დღის ამბები