09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
რუსეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება ლონდონი. რუსული ავია ბომბდამშენები, ამჯერად, უკვე დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცის მახლობლად გამოჩნდნენ.

ორ "ტუ–95"-ს დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, თუმცა სამოქალაქო ავიაციას გარკვეული პრობლემები შეუქმნეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. მანამდე კი რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ბომბდამშენები ატლანტის ოკეანის ნეიტრალურ წყლებში საჰაერო პატრულირებას აწარმოებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები