09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
"ჩვენ არ ვართ ცუდი ბიჭების როლში," - საბერძნეთი თავს იმართლებს

საბერძნეთი მხარს უჭშერს რუსეთის მიმართგამკაცრებულ სანქციებს, რომელიც სექტემბრამდე იქნება ძალაში. ევროპარლამენტის მიერ საბერძნეთის პრემიერის კრიტიკის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა. ნიკოს კოციასმა საბერძნეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.

„არ გვინდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბზარი გაჩნდეს. ამიტომ ჩვენ შანსს დავტოვებთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი სანქციების გაგრძელებას 2015 წლის სექტემბრამდე. მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ ყველა სახის სანქციას არ ვეწინააღმდეგებოდით – მხოლოდ ახლის მიღებას არ ვუჭერდით მხარს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება ყველამ ერთობლივად მივიღეთ და როგორც ხედავთ ჩვენ არ ვართ ცუდი ბიჭების როლში,” - განაცხადა ნიკოს კოციასმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების მიღებას შეეწინააღმდეგა საბერძნეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, რასაც ასამბლეის პრეზიდენტის, მარტინ შულცის კრიტიკა მოყვა.

დღის ამბები