09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
მექსიკაში, სამშობიაროსთან, გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა

მექსიკის დედაქალაქში, სამშობიაროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა.

უკვე დადგენილია აფეთქების მიზეზი. გამოძიების ინფორმაციით, შენობაში გაზმა გაჟონა ბუნებრივი აირით დატვირთული ავტომობილიდან, რომელიც გაზით საავადმყოფოს სამზარეულოს ამარაგებდა. 

აფეთქების დროს შენობაში 60-მდე ახალშობილი იყო. მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები