19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო. კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება. 

მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან შეხვედრაზე მუხიანის დასახლებიდან სავარაუდოდ საჯარო მოხელეები, დაქირავებული ავტობუსებით მიიყვანეს.

დღის ამბები