21 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორის შედის - გიორგი კვირიკაშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო, რომელმაც ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია.

ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით კი, ჩინეთი გასაღების მეორე ბაზარს წარმოადგენს, დინამიკა კი მზარდია.

მისივე თქმით, საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციების, ბიზნესიდეებისა და ინოვაციებისათვის.

„ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორის შედის და ჩვენს ქვეყანაში არის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები