"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ქუთაისში, სულხან-საბას 19-ში მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივები გაუსაძლის საცხოვრებელი პირობებზე საუბრობენ - კორპუსს სახურავი დაზიანებული აქვს, წვიმის დროს წყალი ბინებში ჩადის, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემაც. ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებისა და მოგვარებისაკენ მოუწოდა.