ლაგოდეხის რაიონის, სოფელ აფენის, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს" ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ლაგოდეხის მერობის კანდიდატთან გიორგი ენუქიძესთან საუბარში, ლაბაძეების და ფერაძეების ოჯახები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ, სეტყვამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გაუკეთებია.
უფრო მეტიც, დახმარების მიღების ნაცვლად, ორივე ოჯახს, სოციალური დახმარება მოეხსნა.